საქართველო - ესპანეთის მატჩის პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა
ევროპის ჩემპიონატზე მერვედფინალში საქართველო-ესპანეთის საფეხბურთო ნაკრებებს შორის მატჩის პირველი ტაიმი ფრედ, 1:1 დასრულდა.
სწრაფ კონტრშეტევაზე ანგარიში საქართველოს ნაკრებმა გახსნა, გოლი საკუთარ კარში მეთვრამეტე წუთზე ლე ნორმანდმა შეაგდო.
ესპანეთის მხრიდან კი გოლი საქართვლოს კარში 39-ე წუთზე გავიდა.
საქართველო - ესპანეთის დაპირისპირება კიოლნში მიმდინარეობს.
ევროპის ჩემპიონატზე პირველი მატჩი საქართველოს ნაკრებმა 18 ივნისს, თურქეთთან გამართა და 1:3 დამარცხდა, ხოლო 22 ივნისს ჩეხეთის ნაკრებთან შეხვედრა ფრედ, 1:1 დაასრულა და ევროპის ჩემპიონატზე პირველი ქულა მოიპოვა. 26 ივნისს კი საქართველოს ნაკრებმა ჯგუფური ეტაპის მესამე მატჩში პორტუგალია 2:0 დაამარცხა და პლეი-ოფში გავიდა.