საქართველო - ესპანეთის მატჩი ესპანეთის გამარჯვებით დასრულდა
ევროპის ჩემპიონატზე მერვედფინალში საქართველო-ესპანეთის საფეხბურთო ნაკრებებს შორის მატჩი 4:1 ესპანეთის გამარჯვებით დასრულდა.
სწრაფ კონტრშეტევაზე ანგარიში საქართველოს ნაკრებმა გახსნა, გოლი საკუთარ კარში მეთვრამეტე წუთზე ლე ნორმანდმა შეაგდო.
ესპანეთის მხრიდან კი გოლი საქართვლოს კარში პირველ ტაიმში 39-ე წუთზე გავიდა, დანარჩენი სამი კი მეორე ტაიმში.
საქართველო - ესპანეთის დაპირისპირება კიოლნში მიმდინარეობდა.
ევროპის ჩემპიონატზე პირველი მატჩი საქართველოს ნაკრებმა 18 ივნისს, თურქეთთან გამართა და 1:3 დამარცხდა, ხოლო 22 ივნისს ჩეხეთის ნაკრებთან შეხვედრა ფრედ, 1:1 დაასრულა და ევროპის ჩემპიონატზე პირველი ქულა მოიპოვა. 26 ივნისს კი საქართველოს ნაკრებმა ჯგუფური ეტაპის მესამე მატჩში პორტუგალია 2:0 დაამარცხა და პლეი-ოფში გავიდა.
მეოთხედფინალში გამარჯვებული გუნდები ერთმანეთს 5 და 6 ივლისს დაუპირისპირდებიან, ნახევარფინალი 9 და 10 ივლისს, ხოლო ფინალი 14 ივლისს 23:00 სთ-ზე გაიმართება.
მერვედფინალში საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებების შეხვედრა 30 ივნისს კიოლნში ჩატარდება.