გიორგი მიქაუტაძე ევრო 2024-ის „ოქროს ბუცის“ მფლობელი გახდა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი გიორგი მიქაუტაძე ევრო 2024-ის თანაბომბარდირი და ოქროს ბუცის მფლობელი გახდა.
კერძოდ, საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი მიქაუტაძე გაკპოსთან, კეინთან, მუსიალასთან და შრანცთან ერთად გახდა 3 გოლით „ოქროს ბუცის“ მფლობელი.
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები თავის პირველ ევროპის ჩემპიონატს მერვედფინალურ ეტაპზე გამოეთიშა. საქართველოს ნაკრები მერვედფინალში ესპანეთთან დამარცხდა.