სპორტი
საქართველოს ძიუდოს ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა
საქართველოს ძიუდოს ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა - სამი მედლის მოპოვების შემდეგ ლაშა გუჯეჯიანის გუნდს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გულშემატკივრების არმია დახვდა.
პარიზის ზაფხულის ოლიმპიადაზე მოპოვებულ გამარჯვებას, ქართველი სპორტსმენები, ქომაგებთან ერთად იზეიმებენ. ძიუდოისტების ნაკრებს სამშობლოში ერთი ოქრო და ორი ვერცხლი ჩამოაქვთ.
ძიუდოს ნაკრებს სამშობლოში 3 მედალი ჩამოაქვს - 1 ოქრო, 2 ვერცხლი.
ძიუდოისტი ლაშა ბექაური ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. მან ფინალში იაპონელი სანშირო მურაო დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს პირველი ოქროს მედალი მოუტანა. ლაშა ზედიზედ მეორედ, ზაფხულის ოლიმპიადების გამარჯვებულია, ის ამ დრომდე ერთადერთია, ვინც საქართველოს ოლიმპიურ ნაკრებს ოქროს მედალი მოუტანა.
საქართველოს ნაკრებს პარიზის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა, ტატო გრიგალაშვილმა მოუტანა. ამასთან, ვერცხლის მედალს დაეუფლა ქართველი ძიუდოისტი (100კგ) ილია სულამანიძე.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ძიუდოისტების დასახვედრად ასობით ადამიანი შეიკრიბა.
გააზიარეთ :