შიტორიუ კარატე დოს ახალციხის კლუბს შესაძლებლობა ეძლევა, მომავალ ოლიმპიადაში ჩაერთოს.
ინსტრუქტორთა სემინარი, რომელიც 9 და 10 სექტემბერს ბათუმში გაიმართა, კლუბ „საფარის“ ხელმძღვანელმა გაიარა. მიღებული სერტიფიკატი მამუკა ზუმბაძეს უფლებას აძლევს, ახალგაზრდები ავარჯიშოს და ოლიმპიადისთვის მოამზადოს.
კარატე ოლიმპიურ სახეობად მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში დამტკიცდა. მომდევნო ოლიმპიადა ოთხი წლის შემდეგ ტოკიოშია დაგეგმილი.
ავტორები: თიკო კურტანიძე, ბექა ზედგინიძე.
|