დღეს ფეხბურთში საქართველოსა და სომხეთის ნაკრებები დაუპირისპირდებიან
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები სომხეთში უკვე გაემგზავრა, სადაც "ერთა ლიგის" B დივიზიონის მომავალი მონაწილე საქართველოსა და სომხეთის ნაკრებების ორრაუნდიან დაპირისპირებაში გაირკვევა.
საქართველოსა და სომხეთის ნაკრებების პირველი რაუნდის მატჩი დღეს 20 მარტს, 21:00 საათზე ვაზგენ სარქისიანის რესპუბლიკურ სტადიონზე გაიმათება.
საპასუხო მატჩი კი 23 მარტს თბილისში, "დინამო არენაზე" გაიმართება.