ახალციხის ცენტრალური სტადიონი კროსში ღია
ჩემპიონატს მასპინძლობს. ღია პირველობას კროსში საქართველოს
მძლეოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი ალექსი ახვლედიანი,
სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი
ხელისუფლების პირველი პირები ესწრებიან. ტურნირში მონაწილეობას
ქვეყნის უძლიერესი გუნდები იღებენ. სამცხე–ჯავახეთის მძლეოსნობის
ფედერაციის პრეზიდენტის ზიგმუნდ ზილბერშტეინის განმარტებით,
შეჯიბრი ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით, სხვადასხვა
დისტანციაზე მიმდინარეობს. ჩემპიონატი საქართველოსა და
სამცხე–ჯავახეთის მძლეოსნობის ფედერაციებისა და ახალციხის
მუნიციპალიტეტის გამგეობის ორგანიზებით ტარდება. გამარჯვებულებს
მედლები, სიგელები და ფასიანი საჩუქრები გადაეცემათ. ჩემპიონატს –
„ღია პირველობა კროსში“ ტრადიციული სახე აქვს. იგი ახალციხეში
მეოთხე წელია იმართება.
ახალციხის ცენტრალური სტადიონი კროსში ღია ჩემპიონატს
მასპინძლობს. ღია პირველობას კროსში საქართველოს მძლეოსნობის
ფედერაციის პრეზიდენტი ალექსი ახვლედიანი, სამცხე–ჯავახეთის სამხარეო
ადმინისტრაციისა და ადგილობრივი ხელისუფლების პირველი პირები
ესწრებიან.
ტურნირში მონაწილეობას ქვეყნის უძლიერესი გუნდები
იღებენ. სამცხე–ჯავახეთის მძლეოსნობის ფედერაციის პრეზიდენტის
ზიგმუნდ ზილბერშტეინის განმარტებით, შეჯიბრი ასაკობრივი
კატეგორიის მიხედვით, სხვადასხვა დისტანციაზე მიმდინარეობს.
ჩემპიონატი საქართველოსა და სამცხე–ჯავახეთის მძლეოსნობის
ფედერაციებისა და ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ორგანიზებით
ტარდება.
გამარჯვებულებს მედლები, სიგელები და ფასიანი საჩუქრები
გადაეცემათ.
ჩემპიონატს – „ღია პირველობა კროსში“ ტრადიციული სახე აქვს. იგი
ახალციხეში მეოთხე წელია იმართება.