ახალციხის „მესხეთსა“ და ხაშურის „ივერია“–ს შორის გამართული საფეხბურთო მატჩი ხაშურის გუნდის გამარჯვებით დასრულდა.
პირველივე თამაშზე „ივერიამ“ „მესხეთი“ ორი ქულით დაამარცხა. ახალციხის გუნდმა გოლის გატანა ვერცერთ ტაიმში შეძლო.
„მესხეთისთვის“ ეს პირველი, ხოლო „ივერიისთვის“ მესამე თამაში იყო.
საფეხბურთო მატჩი ახალციხეში მიხეილ იაძის სახელობის ცენტრალურ სტადიონზე შედგა. მომდევნო თამაშს ადგილობრივი ფეხბურთის აკადემია ნინოწმინდაში გამართავს.
“მესხეთი” 2012 წელს ჩამოყალიბდა. აკადემიის გუნდი, ოთხწლიანი არსებობის ისტორიაში პირველად, საქართველოს პირველობაზე, მეორე ლიგის გათამაშებაში მონაწილეობს.
ავტორები: თიკო კურტანიძე, ლევან ყურაშვილი.
|