მესხეთის რაგბის ნაკრების პირველი საშინაო მატჩი ასპინძაში „ტაოს“ გამარჯვებით დასრულდა. წყალტუბოს „წყალტუბო“ მესხეთის „ტაოსთან“ ორი ქულით დამარცხდა.
„ტაო“ „წყალტუბოს“ წინააღმდეგ – მესხეთის რაგბის გუნდის პირველი თამაში ასპინძაში მათი გამარჯვებით დამთავრდა. „ტაომ“ „წყალტუბოს“ ორი ქულით მოუგო და მატჩი ანგარიშით 17:15 დაასრულა. წყალტუბოს გუნდი მეორე ლიგის ლიდერია, შესაბამისად მასთან პირველივე საშინაო თამაშის მოგება მესხეთის „ტაოს“ მორაგბეებს დიდ წარმატებად მიაჩნიათ.
თამაშს ასპინძის სარაგბო ბაზაზე ადგილობრივებთან ერთად რეგონის მუნიციპალიტეტების პირველი პირები დაესწრნენ. ასპინძის გამგებელმა და ვეტერანმა მორაგბემ ლევან ცაბაძემ მესხეთის ნაკრების თამაში შეაფასა.
მომდევნო თამაში 17 სექტემბერს, ფოთშია დაგეგმილი, რის შემდეგაც მატჩი კვლავ ასპინძის სარაგბო ბაზაზე გაიმართება. ნაკრების პრეზიდენტი გულშემატკივრებს მეტი აქტიურობისკენ მოუწოდებს.
საქართველოს პირველობა მეორე ლიგის გათამაშებაში გაზაფხულამდე გაგრძელდება. ჩემპიონატის სასურველი შედეგით დასრულების შემთხვევაში, „ტაოს“ შანსი მიეცემა, ძალები პირველ ლიგაში მოსინჯოს.
თიკო კურტანიძე
|