მესხეთის „ტაო“ ასპინძის სარაგბო ბაზაზე პირველ თამაშს მართავს. დღეს 10 სექტემბერს 16:00 საათზე „ტაო“ წყალტუბოს გუნდს დაუპირისპირდება.
მორაგბეები ორი თვეა ვარჯიშობენ და ცდილობენ თამაშისთვის სათანადოდ მოემზადონ. სარაგბო ბაზაზე, მთავარი ვარჯიში 9 სექტემბერს გაიმართა, რა დროსაც თამაშის მთლიანი მონახაზი გაკეთდა.
სპორტსმენები საქართველოს პირველობისთვის ამჯერად რეგიონულ ლიგაში ასპარეზობენ. ჩემპიონატის სასურველი შედეგით დასრულების შემდეგ, მათ შანსი მიეცემათ, ძალები პირველ ლიგაში მოსინჯონ.
ავტორები: თიკო კურტანიძე, რამაზ ალავიძე.
|