ახალციხეში 7 თებერვალს საქართველოს მძლეოსნობის ფედერაციის
პრეზიდენტს ელოდებიან. ალექსი ახვლედიანი ადგილობრივი
თვითმართველობისა და სამცხე–ჯავახეთის მძლეოსნობის ფედერაციის
წარმომადგენლებს შეხვდება. შეხვედრის ფარგლებში სავარაუდოდ,
მძლეოსნობის სტადიონის პროექტს განიხილავენ. შეგახსენებთ, რომ
ახალციხის მუნიციპალიტეტისა და საქართველოს მძლეოსნობის ფედერაციას
შორის მოლაპარაკება მიმდინარეობს, რომელიც მესხეთის საფეხბურთო
სტადიონის მძლეოსნობის სტადიონად გადაკეთებას ეხება. აღნიშნულ
მოედანზე მძლეოსნობის გარდა საფეხბურთო მატჩებიც გაიმართება.
ახალციხეში 7 თებერვალს
საქართველოს მძლეოსნობის ფედერაციის პრეზიდენტს ელოდებიან. ალექსი
ახვლედიანი ადგილობრივი თვითმართველობისა და სამცხე–ჯავახეთის
მძლეოსნობის ფედერაციის წარმომადგენლებს შეხვდება. შეხვედრის
ფარგლებში სავარაუდოდ, მძლეოსნობის სტადიონის პროექტს
განიხილავენ.
შეგახსენებთ, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტისა და საქართველოს
მძლეოსნობის ფედერაციას შორის მოლაპარაკება მიმდინარეობს, რომელიც
მესხეთის საფეხბურთო სტადიონის მძლეოსნობის სტადიონად გადაკეთებას
ეხება. აღნიშნულ მოედანზე მძლეოსნობის გარდა საფეხბურთო მატჩებიც
გაიმართება.