საქართველოს პირველობისთვის, ხუთწლიანი პაუზის შემდეგ, ახალციხის სახელით, ფეხბურთის აკადემია ,,მესხეთი“ იბრძოლებს. გუნდმა მეორე ლიგაში თამაშის უფლება მოიპოვა.
ფეხბურთელებმა ვარჯიში უკვე დაიწყეს. მოსამზადებლად მხოლოდ 10 დღე აქვთ. თამაშები პირველ სექტემბერს დაიწყება და 13 დეკემბერს დასრულდება. გუნდი ,,მესხეთის“ ყოფილი მოთამაშეებითა და ახალი თაობის ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული. ნაკრებს 14 შეხვედრის გამართვა მოუწევს.
რვა გუნდიდან, ექვსეულში მოხვედრით, ფეხბურთის აკადემია ,,მესხეთს“ შანსი ეძლევა, რომ პირველ ლიგაში მოსახვედრად იბრძოლოს. მესხ სპორტსმენებს გამარჯვების იმედი აქვთ, თუმცა გუნდს არ აქვს შესაბამისი პირობები, რომ შეხვედრებისთვის მოემზადოს. ფეხბურთის აკადემია ,,მესხეთი“ დახმარებას ითხოვს. საფეხბურთო მატჩები ახალციხის მიხეილ იაძის სახელობის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართება. გულშემატკივრებს აბონემენტების შეძენა შეუძლიათ.
ჩემპიონატს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ატარებს, რომელიც პირველ ადგილზე გასულ გუნდს 250 000 ლარს გადასცემს. მეორედან მეექვსე ადგილის ჩათვლით კი, 50 000 ლარს.
|