ამ წუთებში, ახალციხის მიხეილ იაძის
სახელობის ცენტრალურ სტადიონზე, მესხეთის საერთაშორისო საფეხბურთო
ფესტივალი მიმდინარეობს. რომელსაც საქართველოს სპორტისა და
ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი, ლევან ყიფიანი და ადგილობრივი
თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებიან. ფინალურ
შეხვედრაში ერთმანეთს ლაგოდეხისა და ოზურგეთის გუნდები
ხვდებიან. თუ ვინ მოიპოვებს გამარჯვებას, ,,ექო” შედეგის შესახებ
ინფორმაციას შეხვედრის დასრულებისთანავე შემოგთავაზებთ. რაც შეეხება
მესამე ადგილს, ის ადიგენის საფეხბურთო გუნდმა მოიპოვა. შეგახსენებთ,
რომ მესხეთის საერთაშორისო საფეხბურთო ფესტივალი ახალციხეში
საზეიმოდ 27 ივნისს გაიხსნა. მასში მონაწილეობა საქართველოსთან ერთად,
მეზობელი ქვეყნების გუნდებმაც მიიღეს.
ამ წუთებში, ახალციხის მიხეილ იაძის სახელობის ცენტრალურ სტადიონზე,
მესხეთის საერთაშორისო საფეხბურთო ფესტივალი მიმდინარეობს. რომელსაც
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი, ლევან
ყიფიანი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები
ესწრებიან. ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს
ლაგოდეხისა და ოზურგეთის გუნდები ხვდებიან. თუ ვინ მოიპოვებს
გამარჯვებას, ,,ექო” შედეგის შესახებ ინფორმაციას შეხვედრის
დასრულებისთანავე შემოგთავაზებთ. რაც შეეხება მესამე ადგილს, ის
ადიგენის საფეხბურთო გუნდმა მოიპოვა. შეგახსენებთ, რომ მესხეთის
საერთაშორისო საფეხბურთო ფესტივალი ახალციხეში საზეიმოდ 27 ივნისს
გაიხსნა. მასში მონაწილეობა საქართველოსთან ერთად, მეზობელი ქვეყნების
გუნდებმაც მიიღეს.