ახალციხის ციხის ტერიტორიაზე ამ წუთებში, ქუჩის კალათბურთის
ერთერთი ცნობილი ჩემპიონატის – Red Bull King of the Rock
2013–ის საქართველოს ოფიციალური, შესარჩევი ეტაპი მიმდინარეობს.
შეჯიბრში ერთმანეთს 64 მონაწილე ხვდება. საბოლოოდ ერთი გამარჯვებული
გამოვლინდება, რომელიც სანფრანცისკოში მსოფლიო ფინალზე გაემგზავრება.
ქართველი ფინალისტი პირველი ადგილისათვის 28 სექტემბერს ალკატრასის
ციხის ეზოში მსოფლიოს 23 ქვეყნის მონაწილეებთან ერთად
იბრძოლებს. ახალციხის ციხის ტერიტორიაზე ,,ექოს”
გადამღები ჯგუფი იმყოფება. თუ ვინ გახდება გამარჯვებული, ამის შესახებ
ინფორმაციას ჩემპიონატის დასრულებისთანავე მოგაწვდით. როგორც
ღონისძიების ორგანიზატორები აცხადებენ, შესარჩევი ეტაპი ახალციხის
ციხის ტერიტორიაზე ფეიერვერკით დასრულდება.