საქართველოს ჩემპიონატზე ახალციხელმა მძლეოსნებმა 17 მედალი მოიპოვეს
ექვსი ოქრო, ოთხი ვერცხლი და შვიდი ბრინჯაო – ახალციხელმა მძლეოსნებმა საქართველოს ეროვნული ღია ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზეს.
სპორტსმენებმა ტურნირში მონაწილეობა მიიღეს, როგორც საქართველოს რეგიონებიდან, ასევე სომხეთიდანაც.
შეჯიბრი სხვადახვა დისტანციაზე ყველა ასაკობრივი კატეგორიის მძლეოსნისთვის გაიმართა.
ახალციხიდან ჩემპიონატზე ათკაციანი გუნდი წარსდგა. მასში სპორტსმენები მერიის ფინანსური მხარდაჭერით ჩაერთვნენ.
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი მძლეოსნობაში, თბილისში 4 და 5 თებერვალს გაიმართა.