ძალისმიერი სამჭიდის ჩემპიონატზე თეიმურაზ კალანდაძემ ოქროს მედალი მოიპოვა
22:15 / 05.06.2017
შსს-ს გუნდმა ძალისმიერი სამჭიდის საქართველოს ჩემპიონატში - "საქართველოს თასი - 2017" წარმატებით იასპარეზა
, 5 ოქროს მედალი, გუნდური 1-ლი ადგილი და საქართველოს თასი მოიპოვა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, თეიმურაზ კალანდაძემ 74 კგ წონით კატეგორიაში 150 კილოგრამიანი შტანგა ასწია და ოქროს მედალი მიიღო. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელმა, ლევან გილიგაშვილმა კი 83 კგ წონით კატეგორიაში 185 კილოგრამიანი შტანგა დასძლია და ასევე ოქროს მედალი მოიპოვა.
ვეტერანთა დივიზიონში, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილემ, კობა კობახიძემ 105 კგ წონით კატეგორიაში 142,5 კილოგრამიანი შტანგა ასწია, ხოლო საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს აეროპორტის განყოფილების უფროსმა დავით მაღრაძემ 120 კგ-მდე წონით კატეგორიაში 120 კილოგრამი დასძლია. განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელმა თეიმურაზ გოგოლაძემ კი 93 კგ კატეგორიაში 180 კილოგრამიანი შტანგა ასწია. სამივე სპორტსმენი ოქროს მედლის მფლობელი გახდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად უჭერს მხარს ქართული სპორტის განვითარებას და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას. შსს-ს სპორტული კლუბების წევრები მსოფლიო ჩემპიონატების და საერთაშორისო ტურნირების მრავალგზის პრიზიორები არიან.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.