ასპინძის მუნიციპალიტეტის რაგბის ბაზაზე 18 წლამდე ასაკის რუმინეთისა და დასავლეთ საქართველოს მორაგბეთა შორის შეხვედრა გაიმართა.
რუმინელ მორაგბეებს ქართველებმა ღირსეული წინააღდეგობა გაუწიეს.
ასპინძის თვითმმართველობის ინფორმაციით, თამაში დიდი უპირატესობით, დასავლეთ საქართველოს ნაკრების გამარჯვებით დასრულდა. ქართველებმა რუმინეთის ნაკრები ანგარიშით, 24:12 დაამარცხა.
შეხვედრა რაგბის ბაზაზე 28 ივნისს გაიმართა.
თიკო კურტანიძე
|