კრივის ფედერაცია ოთარ ერანოსიანის ბრძოლის განხილვას მოითხოვს
20:34 / 22.06.2017
საქართველოს კრივის ეროვნული ფედერაცია ახალქალაქელი მოკრივის ბრძოლის განხილვას მოითხოვს.
ფედერაციის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ მსაჯებმა ოთარ ერანოსიანის ნაცვლად გამარჯვება მის მეტოქეს მიაკუთვნეს, ამიტომ დავით წიკლაური თვლის, რომ ეს ბრძოლა კრივის მსოფლიო ფედერაციამ უნდა განიხილოს.
ახალქალაქელი სპორტსმენი მეოთხედფინალში ევროპის ჩემპიონთან, ისრაელის სახელით მოასპარეზე სპორტსმენთან დამარცხდა. ამით საქართველოს ნაკრებმა უკანასკნელი შანსი, რომ ჩემპიონატიდან მედლით დაბრუნებულიყო, დაკარგა.
ევროპის ჩემპიონატი უკრაინის ქალაქ ხარკოვში იმართება, სადაც საქართველოს სახელით რვა სპორტსმენი ასპარეზობდა. ნახევარფინალში გადასვლა მათგან მხოლოდ ორმა – ოთარ ერანოსიანმა და იაგო კიზირიამ შეძლო, თუმცა ჩემპიონატს მეოთხედფინალიდან ორივე მოკრივე გამოეთიშა. მიუხედავად ამისა, მათ მსოფლიო ჩემპიონატის საგზური მოიპოვეს, რომელიც გერმანიაში, ქალაქ ჰამბურგში გაიმართება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.