ძიუდოს საერთაშორისო ჩემპიონატზე მუსხელმა სპორტსმენმა პირველი ადგილი დაიკავა
ძიუდოს საერთაშორისო ჩემპიონატზე, მუსხის მკვიდრმა, 11 წლის ვაჟა მაისურაძემ 23 კგ წონით კატეგორიაში I ადგილი დაიკავა.
ტურნირი ასპინძაში ჩატარდა. მასში მონაწილეობა 2005-2006 წლებში დაბადებულმა ქართველმა, სომეხმა და აზერბაიჯანელმა სპორტსმენებმა მიიღეს.
ჩემპიონატს ორგანიზატორი ასპინძის ძიუდოს კლუბი "შორეთია".
გამარჯვებული ახალგაზრდები, მედლებით და სიგელებით დაჯილდოვდნენ.