“მე–13 LEGION”-ის სპორტსმენი მნიშვნელოვანი ბრძოლისთვის ემზადება.
22 ივლისს, ამირან გოგოლაძე, M-1 Challengas ვერსიით, ინგუშეთში იბრძოლებს. მისი მოწინააღმდეგე ინგუში სპორტსმენი იბრაგიმ საგოვია.
ახალციხელი ამირან გოგოლაძე ინგუშეთის საერთაშორისო ჩემპიონატზე საქართველოს სახელით იასპარეზებს.
“საკმაოდ ძლიერი მეტოქეა. თან პირველი ბრძოლა ჩვენია, ჩვენ ვხსნით ჩემპიონატს. ვფიქრობ, რთული ბრძოლა იქნება” – აცხადებს “მეცხრე არხთან” ახალციხელი სპორტსმენი.
ამირან გოგოლაძის პირველი გასვლითი ბრძოლა 2017 წლის 6 იანვარს, ჩინეთში წარმატებით
დასრულდა. ტრამვირებულმა სპორტსმენმა მეტოქე, ცალი ხელით, პირველივე რაუნდის მე–40 წამზე დაამარცხა და ჩემპიონატის საუკეთესო მებრძოლის ტიტულიც მოიპოვა.
წარუმატებელი იყო მეორე გასვლითი ბრძოლა
ყირგიზეთში. ადგილობრივ დაუმარცხებელ მებრძოლთან ამირან გოგოლაძემ გამარჯვება ვერ მოიპოვა.
ამირან გოგოლაძისთვის ინგუშეთში მესამე მნიშვნელოვანი ბრძოლა გაიმართება.