ოთარ ერანოსიანი მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისთვის იბრძვის
ქართველო მოკრივე ოთარ ერანოსიანი, ჰამბურგში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ნახევარფინალში გავიდა.
მან მეოთხედფინალში, ოლიმპიური ჩემპიონი უზბეკეთიდან, ელზურ აბდურმიმოვი, 3-საათიან ბრძოლაში ანგარიშით 5: 0 დაამარცხა. როგორც მინიმუმ, საქართველოს წარმომადგენელი მსოფლიო ჩემპიონატიდან ბრინჯაოს მედლით დაბრუნდება.
31 აგვისტოს, ნახევარფინალში ოთარ ერანოსიანი კუბელ ლაზარო ალვარეს შეხვდება, რომელიც მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მფლობელი ერთხელ უკვე იყო.
საქართველოს სახელით მოასპარეზე, 24 წლის ახალქალაქელი მოკრივე, ოთარ ერანოსიანი მსოფლიო ჩემპიონატში პირველობისთვის იბრძვის.