“ფეხბურთის აკადემია მესხეთის” სამქულიანი თამაში
“ფეხბურთის აკადემია მესხეთი” საქართველოს ჩემპიონატში ბრძოლას აგრძელებს.
ამჯერად მესხმა ფეხბურთელებმა გათამაშებისა და ჯგუფის ერთ–ერთ ლიდერ გუნდს, ხაშურის "ივერიას" უმასპინძლეს.
რეგიონალლიგის "გ" ჯგუფის მეცამეტე ტურის შეხვედრა, ახალციხის მიხეილ იაძის სახელობის სტადიონზე გაიმართა. თამაში მასპინძლების გამარჯვებით,1:0 დასრულდა. შეხვედრის ერთადერთი გოლი პირველი ტაიმის მეხუთე წუთზე, ლეგიონერმა მმადუიკე ობინამ გაიტანა.
აღნიშნული გამარჯვებით “ფეხბურთის აკადემია მესხეთმა” 3 ქულა მიიღო და სატურნირო ცხრილში ორი ადგილით წინ წაიწია.