,,ტაო" რეგიონალლიგის გამარჯვებულია
რაგბის კლუბმა "ტაო" 5 ნოემბერს, რეგიონალლიგის ფარგლებში, ჭიათურაში გამართულ ფინალურ შეხვედრაზე დამაჯერებელი ანგარიშით 26:8 გაიმარჯვა
და დასავლეთის ჯგუფში აღნიშნული გამარჯვებით პირველი ადგილი შეინარჩუნა. პირველ ლიგაში ასასვლელად 2018 წლის გაზაფხულზე ფლეიოფს ითამაშებენ.
მესხი მორაგბეები ჭიათურის გუნდს პირველი ადგილის შესანარჩუნებლად დაუპირისპირდნენ.
როგორც კლუბის პრეზიდენტი ირაკლი გვენეტაძე განმარტავს, თამაში განსაკუთრებულად დაძაბული იყო, თუმცა ,,ტაო"-მ ღირსეული გამარჯვება მოიპოვა.
კლუბმა "ტაომ" ჭიათურის გუნდი საკუთარ მოედანზე, პირველად, ცხრა სექტემბერს, ანგარიშით 22–21 დაამარცხა.
ტელეკომპანია ,,მეცხრე არხი" ულოცავს მორაგბეებს ამ მნიშვნელოვან გამარჯვებას.