ფინალში ერთმანეთს არლისა და ბოლაჯურის გუნდები დაუპირისპირდნენ. გამარჯვება ბოლაჯურის გუნდმა, ანგარიშით 5:0 მოიპოვა. მეორე და მესამე ადგილზე კი არლისა და უდის პირველი საჯარო სკოლის გუნდები გავიდნენ. პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულ გუნდებს ალიკა ბალახაშვილის სახელობის გარდამავალი თასები, მედლები და სიგელები გადაეცათ. სიგელებით დაჯილდოვდნენ საუკეთესო მცველი, ნახევრმცველი, მეკარე, თავდამსხმელი და ბომბარდირიც.
ალიკა ბალახაშვილის სახელობის ტურნირი მინიფეხბურთში მერვე წელია ტარდება. ჩემპიონატს ორგანიზებას უდელი გმირის მამა უწევს. გურამ ბალახაშვილის თქმით, მისი შვილის ხსოვნას ჩემპიონატი პირველად 2009 წელს მიუძღვნა და მას შემდეგ სკოლებს შორის ტურნირს ყოველწლიურად მართავს.
ჩემპიონატის ბოლოს არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოებრივი დარბაზის“ ხელმძღვანელმა გურამ ბალახაშვილს სიმბოლური საჩუქარი გადასცა.
ალიკა ბალახაშვილის სახელობის ტურნირის ორგანიზატორი მინიფეხბურთში ჩემპიონატის ჩატარებას მომავალ წელსაც იგეგმავს და იმედოვნებს, რომ სპორტულ ღონისძიებებში სოფლის სკოლები უფრო აქტიურად ჩაერთვებიან.
|