ფეხბურთში, ახალციხის მუნიციპალიტეტის პირველობაზე ჩემპიონატი დასრულდა. ფინალურ მატჩზე ერთმანეთს წნისისა და აწყურის გუნდები შეხვდნენ. შეხვედრა ანგარიშით 2:1 წნისის გუნდის გამარჯვებით დასრულდა. ფინალურ შეხვედრას არ ესწრებოდა ვალის გუნდი, რომელსაც წყრუთთან უნდა ეთამაშა. შესაბამისად მესამე ადგილი წყრუთის გუნდს ერგო.
თამაში აწყურის სტადიონზე გაიმართა. სამივე გუნდს სიგელები, მედალები და ფულადი პრიზები გადაეცათ. პირველი ადგილის მფლობელმა, ასევე, მიიღო ფულადი ჯილდო 200 ლარის ოდენობით, მეორე ადგილზე გასულმა – 150, ხოლო მესამე ადგილის მფლობელმა – 100 ლარი.
თამაშის დასრულების შემდეგ, მცირე ინციდენტი მოხდა. აწყურის გუნდმა დროის არასწორ ათვლაში მსაჯი და ორგანიზატორები დაადანაშაულა, რამაც გუნდის წევრებსა და მსაჯს შორის სიტყვიერი დაპირისპირება გამოიწვია.
თემებს შორის მატჩებს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობა ყოველწლიურად მართავს. მისი მიზანი ახალგაზრდების სპორტულ აქტივობებში ჩართვა წარმოადგენს.
|