შიტოკაი შიტორიუ კარატე დოს ახალციხელმა სპორტსმენებმა, საქართველოს რიგით მეოთხე ჩემპიონატზე, წარმატებით იასპარეზეს. კარატისტებმა, ანზორ დარბაიძემ და ოთარ გიგოლაშვილმა, ქვეყნის მასშტაბით, პირველობა მოიპოვეს და საქართველოს ჩემპიონები გახდნენ. გარდა ამისა, ტურნირზე ვერცხლის მედალი მოიპოვა 6–მა სპორტსმენმა, ხოლო ბრინჯაოს მედალი – 5–მა ახალციხელმა კარატისტმა აიღო.
ჩემპონატი ბოლნისში 29 მაისს გაიმართა. მასში მონაწილეობა, ქვეყნის მასშტაბით, 80–მდე მონაწილემ სხვადასხვა წონით კატეგორიაში მიიღო.
ნოემბერში ახალციელ კარატისტები საკვალიფიკაციო გამოცდებს ჩააბარებენ, რომლის წარმატებით დასრულების შემთხვევაში ისინი შავი ქამრის მფლობელები გახდებიან.