ახალციხის სპორტული კლუბის – "მესხი მებრძოლების" წარმატება
ღია ჩემპიონატზე. 10 დეკემბერს ახალალქალაქში გამართული ტურნირიდან, ახალციხელმა კარატისტებმა საპრიზო ადგილები მოიპოვეს. ოცი სპორტსმენიდან ექვსმა პირველი ადგილი, ოთხმა მეორე , ათმა მონაწილემ კი მესამე ადგილი დაიკავა. ჩემპიონატი 10 დეკემბერს ახალქალაქში, სხვადასხვა წონით კატეგორიაში ჩატარდა. მასში მონაწილეობას სპორტსმენები საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან იღებდნენ.