7 ოქრო, 9 ვერცხლი და 1 ბრინჯაო – მესხი მძლეოსნები, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატიდან, საპრიზო ადგილებით დაბრუნდნენ. ჩემპიონატში მონაწილეობა, ახალციხის ათკაციანმა გუნდმა მიიღო.
მედლებისა და სიგელების გარდა, სპორტსმენებს გუნდური მაჩვენებლისთვის თასი გადაეცათ.
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი, 26–28 მაისს თბილისში ჩატარდა. მასში ქვეყნის ყველა რეგიონის მძლეოსანთა გუნდი მონაწილეობდა. ახალციხის მძლეოსნობის სპორტული კლუბის დირექტორის თქმით, მძლეოსნობის ეროვნული ჩემპიონატი, საქართველოში ყველაზე მაღალი დონის შეხვედრაა.
|