ანზორ დარბაიძე (მარცხნივ) შიტოკაი შიტორიუ კარატე დოს ახალციხელმა
სპორტსმენებმა საქართველოს რიგით მეოთხე ჩემპიონატზე წარმატებით
იასპარეზეს. კარატისტებმა, ანზორ დარბაიძემ და ოთარ გიგოლაშვილმა,
ქვეყნის მასშტაბით, პირველობა მოიპოვეს და საქართველოს ჩემპიონები
გახდნენ. გარდა ამისა, ტურნირზე ვერცხლის მედალი მოიპოვა 6–მა
სპორტსმენმა, ხოლო ბრინჯაოს მედალი – 5–მა ახალციხელმა კარატისტმა
აიღო. ჩემპონატი ბოლნისში 29 მაისს გაიმართა. მასში მონაწილეობა
ქვეყნის მასშტაბით, 80–მდე მონაწილემ სხვადასხვა წონით კატეგორიაში
მიიღო. ავთანდილ გვირჯიშვილი ანზორ დარბაიძისა და ოთარ გიგოლაშვილის
გარდა, საქართველოს ჩემპიონი გახდა, წარმოშობით ახალციხელი
ცხრა წლის ავთანდილ გვირჯიშვილიც, რომელმაც 30 კილოგრამ წონით
კატეგორიაში პირველი ადგილი მოიპოვა. პატარა სპორტსმენმა საქართველოს
ჩემპიონატზე თბილისის სახელით იასპარაზა. თიკო კურტანიძე
ანზორ დარბაიძე (მარცხნივ)
შიტოკაი შიტორიუ კარატე დოს ახალციხელმა სპორტსმენებმა საქართველოს
რიგით მეოთხე ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზეს.
კარატისტებმა, ანზორ დარბაიძემ და ოთარ გიგოლაშვილმა, ქვეყნის
მასშტაბით, პირველობა მოიპოვეს და საქართველოს ჩემპიონები
გახდნენ.
გარდა ამისა, ტურნირზე ვერცხლის მედალი მოიპოვა 6–მა
სპორტსმენმა, ხოლო ბრინჯაოს მედალი – 5–მა ახალციხელმა კარატისტმა
აიღო.
ჩემპონატი ბოლნისში 29 მაისს გაიმართა. მასში მონაწილეობა ქვეყნის
მასშტაბით, 80–მდე მონაწილემ სხვადასხვა წონით კატეგორიაში მიიღო.
ავთანდილ გვირჯიშვილი
ანზორ დარბაიძისა და ოთარ გიგოლაშვილის გარდა, საქართველოს
ჩემპიონი გახდა, წარმოშობით ახალციხელი ცხრა წლის ავთანდილ
გვირჯიშვილიც, რომელმაც 30 კილოგრამ წონით კატეგორიაში პირველი ადგილი
მოიპოვა. პატარა სპორტსმენმა საქართველოს ჩემპიონატზე თბილისის
სახელით იასპარაზა.
თიკო
კურტანიძე