ბულგარეთის ჩემპიონის ტიტული ჯავახეთის მკვიდრმა მოიპოვა
ბულგარეთის ახალგაზრდულ ჩემპიონატში გამარჯვება ჯავახეთის მკვიდრმა და ამჟამად რუსეთში მცხოვრებმა ჰაიკ მნაცაკანიანმა მოიპოვა.
სოფიაში გამართულ ბერძნულ–რომაული სტილის ჩემპიონატში, 22 წლის ახალგაზრდამ ოთხივე ბრძოლა მოიგო.
ჰაიკ მნაცაკანიანი 72 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა. ტურნირში ოლიმპიური ჩემპიონი არმენ ნაზარიანიც მონაწილეობდა.
22 თებერვალს, ახალქალაქში, საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა, სადაც განხილვის მთავარი თემა ჰაიკ მნაცაკანიანის ჩემპიონობა იყო.
საკრებულოს თავმჯდომარემ სააგენტო ,,ჯეინიუსთან" აღნიშნა, რომ ,,ახალქალაქში დაბრუნებისთანავე საკრებულო სიამაყით გადასცემს ჯილდოს ჩემპიონს, თუმცა მანამდე იმედოვნებენ, რომ მოსკოვში მცხოვრები ახალგაზრდა, ყველგან აღნიშნავს, რომ ის ჯავახეთის მკვიდრია".
წყარო: ,,ჯეინიუსი"