,,ტაომ" სეზონი გამარჯვებით დაიწყო
შეხვედრა საქართველოს რაგბის ფედერაციამ რეგიონალური ლიგის ჩემპიონატის ფარგლებში ჩაატარა. ჩემპიონატში გუნდები
მთელი საქართველოს მასშტაბით მონაწილეობენ. თამაშები ორ - დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილად არის გაყოფილი.
შეხვედრა ახალციხეში, მიხეილ იაძის სახელობის სტადიონზე დღეს, 25 თებერვალს გაიმართა.
"ტაოს" მიზანი პირველ ლიგაში გადასვლაა. კლუბს შვიდი თამაშის გამართვა მოუწევს. ჩემპიონატი მაისში დასრულდება.
რეგიონულმა სარაგბო კლუბმა "ტაო"–მ საქართველოს ჩემპიონატი რეგიონულ ლიგაში სეზონი განაახლა და მესამე ადგილოსანი ,,წყალტუბო"–ს გუნდი ანგარიშით 47:22 ახალციხის ცენტრალურ სტადიონზე დაამარცხა.
"ტაოს" მიზანი პირველ ლიგაში გადასვლაა. ამისთვის მესხ მორაგბეებს მინიმუმ, შვიდი შეხვედრის გამართვა მოუწევთ. შეძლებს თუ არა გუნდი პირველი ლიგის საგზურის მოპოვებას – ეს მაისში გახდება ცნობილი.