სპორტი
ასპინძაში, ,,მოყვარულთა თასი 2018"–ის მოსაპოვებლად თამაშები დაიწყო
13 აპრილს დაბა ასპინძის ცენტრალურ სტადიონზე სტარტს აიღებს საქართველოს ,,მოყვარულთა თასი 2018-ის’’ მუნიციპალიტეტის პირველობა ფეხბურთის
მოყვარულ გუნდებს შორის. აღნიშნულ პირველობაში მონაწილეობას იღებს ასპინძის მუნიციპალიტეტის 10 სოფლის ფეხბურთელთა გუნდი. საფეხბურთო მატჩების მსვლელობის ორგანიზებას მოახდენს საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის მიერ მოვლენილი სამსაჯო კოლეგია და მატჩის კომისარი.
თამაში დაიწყება 13 აპრილს დღის 12:00 საათზე.
კენჭისყრის შედეგად გუნდები ასე დაწყვილდნენ:
1.მირაშხანი - ორგორა (12:00 სთ)
2.ხერთვისი - საქ.ენერგორემონტი (13:20სთ)
3.წუნდა ნაქალაქევი - ოშორა (14:30სთ)
4.ძველი - ხიზაბავრა (15:40 სთ)
5.ივერია - რუსთავი (16:50 სთ)
მაისის თვიდან მუნიციპალიტეტის ჩემპიონი გუნდი ასპარეზობას გააგრძელებს ფეხბურთის რეგიონალურ მოყვარულთა ლიგაში.
გააზიარეთ :