ახალციხის მუნიციპალიტეტის პირველობაზე, ქალთა შორის, ფრენბურთში ტურნირი დაიწყო.
ერთმანეთს ორგანიზაცია-დაწესებულებებისა და მსურველების მიერ შემდგარი გუნდები უპირისპირდებიან.
გამარჯვებულ გუნდებს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია ფულად ჯილდოებს, სიგელებს და მედლებს გადასცემს.
ფრენბურთის ტურნირი 23 აპრილს დაიწყო და 30 აპრილამდე გაგრძელდება. თამაშებს ორგანიზებას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახური უწევს.
წყარო: ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია