35:24 – ტაომ კიდევ ერთი მატჩი მოიგო
"ტაოსა" და ჭიათურის გუნდს შორის თამაშს, 28 აპრილს, ჭიათურამ უმასპინძლა. მატჩი თემურ მაღრაძის სახელობის ცენტრალურ სტადიონზე, 15:00 საათზე დაიწყო.
სარაგბო კლუბმა "ტაომ", ჭიათურს გუნდს ანგარიშით 35:24 სძლია.
"ტაოსა" და ჭიათურის გუნდსკიდევ ერთი თამაში ასპინძაში მოუწევთ, სადაც გაირკვევა ვინ გადავა პირველ ლიგაში. ერთი შეხვედრა "ტაომ" უკვე მოიგო, მეორე კი ხუთ მაისს, ასპინძაში გაიმართება. გამარჯვებული გუნდი პირველი ლიგის საგზურს მოიპოვებს, დამარცხებულს კი ზედა ლიგაში გადასასვლელად პაექრობა პირველი ლიგის მე-9 ადგილოსან "ივერიასთან" მოუწევს.
წყარო: ჭიათურის ტელეკომპანია ,,იმერვიზია"