39:5 გამანადგურებელი ანგარიშით დასრულდა დღევანდელი ფინალური მატჩი ასპინძაში, რომელიც სარაგბო კლუბი "ტაო"–სა და ჭიათურის გუნდს შორის
გაიმართა. შეხვედრა ასპინძის რაგბის ბაზაზე 5 მაისს, 16:00 საათზე დაიწყო.
მესხი მორაგბეები ამ გამარჯვებით პირველ ლიგაში გადავიდნენ, ხოლო ჭიათურელ რაგბისტებს დარჩათ შანსი, პირველი ლიგის მე-9 ადგილოსან "ივერიასთან" მოგების შემთხვევაში მოახერხონ პირველ ლიგაში გადასვლა.
"ტაოს" კლუბის პრეზიდენტი ირაკლი გვენეტაძე აცხადებს, რომ გუნდი სექტემბრიდან პირველ ლიგაში იასპარეზებს.
"ტაოსა" და ჭიათურის გუნდს შორის უკვე შედგა პირველი ფინალური მატჩი ჭიათურაში, რომელიც მესხი მორაგბეების სასარგებლოდ – 35:24 დასრულდა.