სამცხე-ჯავახეთში ამინდი გაუარესდება
16-17 დეკემბერს საქართველოში ამინდი გაუარესდება. წვიმიანი დღეებია ნავარაუდევი სამცხე-ჯავახეთშიც. 16 დეკემბერს სამცხეში მთელი დღის განმავლობაში წვიმაა მოსალოდნელი, ჯავახეთში კი თოვლი. მინიმალური ტემპერატურა 0 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო მაქსიმალური 4 გრადუსი.
წვიმა და თოვლია მოსალოდნელი 17 დეკემბერსაც. 18 დეკემბრიდან რეგიონში უნალექო ამინდები შენარჩუნდება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ქვეყნის დასავლეთით მოსალოდნელია წვიმა, მაღალ მთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა.
სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.