ახალციხეში ორი მინი სტადიონი აშენდება. ქალაქის მერიასა და ტენდერში გამარჯვებულ კომპანია შპს „მშენებელი-2004“-ს შორის ხელშეკრულება უკვე გაფორმდა.
ახალციხეში ორი მინის სტადიონის მშენებლობა იგეგმება. ქალაქის მერიის ინფორმაციით, მშენებელ კომპანიასთან ხელშეკრულება უკვე გაფორმდა.
შპს „მშენებელი-2004“ სპორტულ მოედნებს გურამიშვილისა (სინაგოგის მიმდებარედ) და კოსტავას ქუჩებზე (ე.წ. “ხუთსართულიანების” დასახლებაში) მოაწყობს. სტადიონებზე გაკეთდება ხელოვნური საფარი, გარშემო მოეწყობა ბორდიურები და ღობე. დამონტაჟდება კალათბურთის ფარი, მინი ფეხბურთის ორი კარი და განათების ლამპიონები.
მერიის ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება უახლოეს მომავალში დაიწყება.
პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება, რომლის ღირებულება 128 800 ლარს შერდგენს.
თიკო კურტანიძე
|