ტემპერატურა დაიკლებს და იწვიმებს - როგორი ამინდია მოსალოდნელი ამ უქმეებზე?
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სამცხე-ჯავახეთში ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი, დროგამოშვებით შესაძლებელია წვიმა. 10 და 11 ივნისს ახალციხეში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 23 და 24. ღამით კი ორივე დღეს 14 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომში დღისით 24 და 23, ღამით კი 14 და 13 გრადუსს ვარაუდობენ.
ასპინძაში ტემპერატურა დღისით 23 და 22 გრადუსი იქნება, ღამით კი 14 და 13. ადიგენში დღისით 20 და 22, ღამით 13 და 11 გრადუსია ნავარაუდევი.
რაც შეეხება ჯავახეთს - აქაც ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი. ახალქალაქში დღისით 20 და 19, ღამით 11 და 9 იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები ორივე დღეს დღისით 17 -ს, ღამით 10 და 8 გრადუსს ვარაუდობენ.
რეგიონის კურორტებზეც ცვალებადი ამინდი იქნება. აბასთუმანში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა 20 და 21 გრადუსს, ხოლო ღამით 13 და 12 გრადუსს ვარაუდობენ, ბაკურიანში დღისით 19 და 18, ღამით კი 10 და 8 გრადუსს.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისშიც ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა დღისით 26 და 24 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 18 და 17 გრადუსი იქნება.