ტემპერატურა დაიკლებს და იწვიმებს - როდემდე გაგრძელდება არამდგრადი ამინდი?
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 19 ივნისს დღის ბოლოდან 22 ივნისამდე, საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან ძლიერი, ელჭექი და ქარი, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან სეტყვა.
მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს
სამცხე-ჯავახეთში კვლავ ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი შესაძლებელია დროგამოშვებით წვიმა. 22 ივნისს ახალციხეში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 18 და ღამით კი 14 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომში დღისით 17, ღამით კი 13 გრადუსს ვარაუდობენ.
ასპინძაში ტემპერატურა დღისით 17 გრადუსი იქნება, ღამით კი 14. ადიგენში დღისით 17 ღამით 13 გრადუსია ნავარაუდევი.
რაც შეეხება ჯავახეთს - აქაც ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი. ახალქალაქში დღისით 14, ღამით 8 იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით 13 -ს, ღამით 7 გრადუსს ვარაუდობენ.
რეგიონის კურორტებზეც ცვალებადი ამინდი იქნება. აბასთუმანში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა 15 გრადუსს, ხოლო ღამით 12 გრადუსს ვარაუდობენ, ბაკურიანში დღისით 11, ღამით კი 9 გრადუსს.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისშიც ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა დღისით 21 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 15 გრადუსი იქნება.