ამინდი
გამოიდარებს თუ არა ამ უქმეებზე რეგიონში?
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 24 ივნისს მხოლოდ ცალკეულ რაიონში იწვიმებს, ხოლო 25-26 ივნისს თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
ჰაერის ტემპერატურა +28, +33 გრადუსამდე მოიმატებს. თბილისში 23-24 ივნისს წვიმაა მოსალოდნელი, 25-26 ივნისს კი უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +29, +31 გრადუსი დაფიქსირდება.
ამ უქმეებზე სამცხე-ჯავახეთში შენარჩუნდება ცვალებადი ამინდი. მოსალოდნელია მზე, დროგამოშვებით შესაძლებელია წვიმაც.
24 და 25 ივნისს ახალციხეში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 23 და 27. ღამით კი 13 და 12 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომში დღისით 22 და 26, ღამით კი 14 და 12 გრადუსს ვარაუდობენ.
ასპინძაში ტემპერატურა დღისით 22 და 27 გრადუსი იქნება, ღამით კი 13 და 10. ადიგენში დღისით 22 და 25, ღამით 12 და 10 გრადუსია ნავარაუდევი.
რაც შეეხება ჯავახეთს - აქაც ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი. ახალქალაქში დღისით 19 და 22, ღამით 9 და 6 იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით 17 და 21 -ს, ღამით 8 და 5 გრადუსს ვარაუდობენ.
რეგიონის კურორტებზეც ცვალებადი ამინდი იქნება. აბასთუმანში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა 20 და 25 გრადუსს, ხოლო ღამით 12 და 11 გრადუსს ვარაუდობენ, ბაკურიანში დღისით 17 და 21, ღამით კი 9 და 7 გრადუსს.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისშიც ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა დღისით 25 და 27 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ორივე დღეს 16 გრადუსი იქნება.
გააზიარეთ :