სომხეთის მთავრობის ორი ახალი მინისტრი ჯავახეთიდან არის
სომხეთის პრეზიდენტმა არმენ სარგსიანმა, პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის შეთავაზებით, სომხეთის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრის, ტიგრან ხაჩატრიანის, თანამდებობიდან გათავისუფლების ბრძანებას მოაწერა ხელი.
ასევე პრეზიდენტის ბრძანების თანახმად, სომხეთის ეკონომიკის მინისტრად ვაჰან კერობიანი დაინიშნა. ახლად დანიშნული მინისტრი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კარწახიდან არის.
სომხეთის ხელისუფლებაში ვაჰან კერობიანი უკვე მეორე ახლად დანიშნული მინისტრია, რომელიც წარმოშობით ჯავახეთიდანაა. 20 ნოემბერს დავიდ ტონოიანი თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე ვაღარშაკ არუთუნიანმა ჩაანაცვლა, რომელიც ახალქალაქშია დაბადებული.
"ჩემი ჯავახეთის" ფოტო.