რეგიონი
ამერიკაში, კაპიტოლიუმის შენობაზე განხორციელებულ თავდასხმას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა
კაპიტოლიუმის შენობაში შეჭრის დროს მომხდარ არეულობას ოთხი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, - BBC-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ვაშინგტონის პოლიციაში აცხადებენ.
გარდაიცვალა ქალი, რომელიც დონალდ ტრამპის მომხრეების კაპიტოლიუმში შეჭრის დროს ცეცხლსასროლი იარაღის გასროლის შედეგად დაიჭრა.
მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის 50-ზე მეტი ადამიანია დაკავებული, მათ შორის 47 - „კომენდანტის საათის“ დარღვევისთვის.
აშშ-ის კონგრესმა კაპიტოლიუმის შენობაში შეჭრის გამო შეწყვეტილი სხდომა განაახლა, სადაც არჩეული პრეზიდენტის ჯო ბაიდენის გამარჯვება ოფიციალურად უნდა დამტკიცდეს.
სხდომა ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა გახსნა, რომელმაც კაპიტოლიუმში მომხდარი ძალადობა დაგმო.
„ჩვენ დღეს დავიცვათ ჩვენი კაპიტოლიუმი. მათ, ვინც დღეს ჩვენს კაპიტოლიუმს დიდი ზიანი მიაყენა : თქვენ ვერ გაიმარჯვეთ. ძალადობა არასდროს იმარჯვებს. თავისუფლება იმარჯვებს. ეს ჯერ კიდევ ხალხის სახლია. მსოფლიო კვლავ დაინახავს ჩვენი დემოკრატიის სიმტკიცესა და ძალას,“- განაცხადა მაიკ პენსმა.
შეგახსენებთ, რომ ამომრჩეველთა კოლეგიის ხმის მიცემის შედეგების დამტკიცების პროცესს ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მხარდაჭერების პროტესტი მოჰყვა. ისინი კაპიტოლიუმში შეიჭრნენ და სხდომა ჩაშალეს. კონგრესის შენობიდან მაიკ პენსისა და კონგრესმენების ევაკუაცია განხორციელდა.
გააზიარეთ :