აშშ უკრაინას დამატებით 350 მილიონ დოლარს გამოუყოფს
ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას დამატებით ფინანსურ რესურსს გამოუყოფს. ინფორმაციას უკრაინული მედია თეთრ სახლზე დაყრდნობით ავრცელებს.
აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ბრძანების საფუძველზე უკრაინას უსაფრთხოებისა და თავდაცვისთვის დამატებით 350 მილიონი დოლარი გამოეყოფა.
სახელმწიფო დეპარტამენტი, სავარაუდოდ უახლოეს მომავალში გაავრცელებს განცხადებას დამატებითი დეტალებით დაკავშირებით.