რეგიონი
უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული ყველა დრონი ჩამოაგდეს - მედია
უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული ყველა დრონი ჩამოაგდეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, ქვეყნის თავდაცვის ძალებმა რუსების მიერ გაშვებული 15 დრონი მიკოლაივის ოლქში ჩამოაგდეს, ხოლო ერთი დრონი უკრაინის ტერიტორიაზე გაუჩინარდა.
დრონების ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად მიკოლაივში საცხოვრებელი კორპუსი დაზიანდა.
საპასუხოდ, რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ქვეყნის ტერიტორიაზე 56 დრონი ჩამოაგდო, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
„გასული ღამის განმავლობაში საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 56 უკრაინული დრონი გაანადგურა“, - აცხადებენ რუსეთის თავდაცვის უწყებაში.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 11 დრონი ბელგოროდის ოლქის თავზე, 28 ვორონეჟის და 17 როსტოვის ოლქის თავზე ჩამოაგდეს.
გააზიარეთ :