რეგიონი
პოლონეთის, ჩეხეთისა და სლოვენიის პრემიერ-მინისტრები უკრაინაში მიემგზავრებიან
პოლონეთის, ჩეხეთისა და სლოვენიის პრემიერ-მინისტრები უკრაინაში მიემგზავრებიან. პოლონეთის პრემიერ-მინისტრის ცნობით, მათმა მატარებელმა პოლონეთ-უკრაინის საზღვარი უკვე გადაკვეთა.
„დღეს, უკრაინის წინააღმდეგ პუტინის კრიმინალური აგრესიის მე-20 დღეს, ვიცე-პრემიერი იაროსლავ კაჩინსკი, ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი პეტრ ფიალა და სლოვენიის პრემიერ მინისტრი იანეს იანი მივემგზავრებით კიევში, რათა გამოვხატოთ ჩვენი სოლიდარობა უკრაინელებთან" - წერს მატეუშ მორავეცკი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, ვიზიტი ევროკავშირთან შეთანხმებით ხორციელდება, რომლის მიზანი უკრაინის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ევროკავშირის მხარდაჭერის დადასტურებაა.
ასევე ნახეთ:
გააზიარეთ :