SSSS



რეგიონი
ჩინეთი და რუსეთი ერთობლივ სამხედრო წვრთნებს იწყებენ
30 აგვისტოს ჩინეთი და რუსეთი ერთობლივ სამხედრო წვრთნებს დაიწყებენ. The Vostok რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში ყოველ 4 წელიწადში ერთხელ ტარდება.

Financial Times წერს, რომ სამშაბათს დაგეგმილი სწავლება კრემლის გეგმაა, აჩვენოს, რომ საქმე ძველებურადაა, მიუხედავად იმისა, რაც უკრაინაში ხდება. წინა წვრთნებზე, რომელიც 2018 წელს ჩატარდა, 300 000 სამხედრო მონაწილეობდა რუსეთის, ჩინეთის და მონღოლეთის მხრიდან.

დასავლელი ოფიციალური პირები და თავდაცვის ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ჩინეთი და რუსეთი ცდილობენ, აჩვენონ "მეგობრობა საზღვრებს გარეშე". ის ასევე ხაზს უსვამს კრემლის შესაძლებლობას, დაამყაროს კავშირები არადასავლელ პარტნიორებთან, ბელარუსის და ინდოეთის ჩათვლით, რომლებიც წვრთნებს შეუერთდებიან.

ოფიციალურმა პეკინმა ხაზი გაუსვა, რომ მისი მონაწილეობა აღმოსავლეთის წვრთნებში "არ არის დაკავშირებული მიმდინარე საერთაშორისო და რეგიონალურ ვითარებასთან". ჩინეთმა და რუსეთმა ერთობლივი სამხედრო წვრთნები გასულ წელს ჩაატარეს. მაშინ ვაშინგტონმა განაცხადა, რომ ამაში ვერ ხედავს ვერაფერს ახალს და მნიშვნელოვანს.

დასავლელი სამხედრო ანალიტიკოსის შეფასებით, ,,ის ფაქტი, რომ Vostok ნიშნავს აღმოსავლეთს, ამბობს ყველაფერს, რისი ცოდნაც საჭიროა". ის უთითებს მოსკოვის მხარდაჭერაზე ჩინეთისადმი, როცა აშშ-ის კონგრესის სპიკერი, ნენსი პელოსი ტაივანში ჩავიდა. ვლადიმირ პუტინმა პელოსის ვიზიტს "ფრთხილად დაგეგმილი პროვოკაცია" უწოდა.

,,რუსეთმა წააგო საინფორმაციო ომი დასავლეთთან, ახლა პუტინი აღმოსავლეთს აჩვენებს, რომ რუსული ცხოვრება ჩვეულებრივად გრძელდება: "ჩვენ უკრაინაში ვაკეთებთ იმას, რასაც ვაკეთებთ. ვართ ძლიერები და ვაპირებთ, რომ გავიმარჯვოთ" - ამბობს ანალიტიკოსი.

თავისი სიძლიერის საჩვენებლად, გასულ კვირას ორმა რუსულმა საზღვაო კოლონამ სოიას სრუტეში გაიარა. ინფორმაცია იაპონიის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა. სრუტე რუსეთს და იაპონიას ერთმანეთისგან ყოფს. იაპონური მხარის ცნობით, კოლონები წვრთნების ადგილისკენ მიდიოდნენ.

მიუხედავად ამისა, ვინაიდან რუსული არმიის 3/4 უკრაინაში იბრძვის, ანალიტიკოსების შეფასებით, აღმოსავლეთის წვრთნები "სამხედრო თეატრი" იქნება".
Facebook Twitter
სხვა სიახლეები
ამინდი
ახალციხე 10 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
ასპინძა 9 °C
img
ადიგენი 17 °C
img
ბორჯომი 11 °C
img
თბილისი 14 °C
img
აბასთუმანი 9 °C
img
ბაკურიანი 6 °C
img
ნინოწმინდა 7 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
6.8978
EUR
EUR
1
2.8837
RUB
RUB
100
2.8914
TRY
TRY
1
0.0829
USD
USD
1
2.6755
კალენდარი
«« მაისი  »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.