სექტემბერში 9 000 კვ. კმ-ის ფართობის ტერიტორია და 400 დასახლებული პუნქტი გავათავისუფლეთ - ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, სექტემბერში კონტრშეტევის დაწყების შემდეგ, უკრაინელმა სამხედროებმა 9 000 კვადრატული კილომეტრის ფართობის ტერიტორია გაათავისუფლეს.
„სექტემბერში, აქტიური მოქმედებების დაწყებიდან, 9 000 კვადრატული კილომეტრის ფართობის ტერიტორია, დაახლოებით 400 დასახლებული პუნქტი გათავისუფლდა. ეს ხელშესახები შედეგი მიღწეულია“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, ამ წარმატების მიღწევას ხელი შეუწყო დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები უკრაინელების მიერ გაწეულმა დახმარებამ.
„ჩვენი ხალხი დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე გვეხმარება. ძალიან გთხოვთ, გააკეთეთ ყველაფერი, რომ კიდევ უფრო გაზარდოთ ეს დახმარება“, – განაცხადა ზელენსკიმ.