რუსულმა ძალებმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანეს
რუსულმა ძალებმა, დღეს დილით, კიევის ოლქზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს, - ამის შესახებ კიევის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლექსი კულება იუწყება.
“კიევის ოლქი! სარაკეტო თავდასხმა ოლქის ერთ-ერთ თემზე. ყველა სამსახური მუშაობს, მაშველები ადგილზე არიან. წინასწარი ინფორმაციით, მსხვერპლი არ არის", - განაცხადა კულებამ.
მისივე თქმით, საჰაერო იერიშის მაუწყებელი განგაშის სიგნალი ჯერ კიდევ გრძელდება და მოქალაქეები, მის დასრულებამდე, თავშესაფრებში უნდა დარჩნენ.