თურქეთმა ჩრდილოეთ სირიასა და ერაყში მდებარე სამიზნეებზე იერიშები მიიტანა
თურქეთმა, სტამბოლში მომხდარი აფეთქების შემდეგ, ჩრდილოეთ სირიასა და ერაყში მდებარე სამიზნეებზე იერიშები მიიტანა.
მედიის ცნობით, თურქეთის სამხედრო თვითმფრინავებმა დაბომბეს ბაზები, რომლებზეც თურქეთის თავდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ გასულ კვირას სტამბოლის ცენტრში მომხდარ აფეთქებასთან იყვნენ კავშირში.
თურქეთის საჰაერო თავდასხმის შემდეგ, ქურთი მებრძოლები დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ იტყობინებიან, თუმცა სხვა დეტალებს არ ასახელებენ.
როგორც თურქეთის თავდაცვის უწყება აცხადებს, ისინი „ზუსტ დარტყმებს“ ახორციელებენ „ტერორისტების კერების“ გასანადგურებლად.
ცნობისთვის, ოფიციალური ანკარა სტამბოლში 13 ნოემბერს მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებლობას „ქურთისტანის მუშათა პარტიას“ (PKK) და სირიელ ქურთებთან დაკავშირებულ დაჯგუფებებს აკისრებს. ქურთი მებრძოლები მომხდარში მონაწილეობას უარყოფენ.