ეკონომიკა
რას ვყიდით და ვყიდულობთ უკრაინაში?
საქსტატის მონაცემებით, გასულ წელს საქართველომ უკრაინაში 107,884 მლნ აშშ დოლარის საკვები და სასმელი პროდუქტი გაყიდა, ხოლო აღნიშნულ ქვეყანაში 108,899 მლნ აშშ დოლარის შეიძინა.
2021 წელს უკრაინიდან იმპორტირებული ტოპ-10 სასმელი და საკვები პროდუქტი:
- შოკოლადი და კაკაოს შემცველი კვების სხვა მზა პროდუქტები - 11,183 მლნ აშშ დოლარი
- პური, ფქვილოვანი საკონდიტრო ნაწარმი, შაქარლამა, ნამცხვარი და სხვა პურფუნთუშეული - 9,896 მლნ აშშ დოლარი
- წყლები, მინერალურისა და დაგაზიანებულის ჩათვლით, შაქრის დანამატების შემცველობით - 7,652 მლნ აშშ დოლარი
- ხორცი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, გაყინული - 7,476 მლნ აშშ დოლარი
- მარგარინი - 6,050 მლნ აშშ დოლარი
- ხორცი და კვების სუბპროდუქტები შინაური ფრინველის, ახალი, გაცივებული ან გაყინული - 5,969 მლნ აშშ დოლარი
- ნაღების კარაქი და რძის სხვა ცხიმები; რძის პასტები - 5,403 მლნ აშშ დოლარი
- საკონდიტრო ნაწარმი შაქრისაგან, რომლებიც არ შეიცავენ კაკაოს - 4,822 მლნ აშშ დოლარი
- პროდუქტები საწებლების მოსამზადებლად და მზა საწებლები, მდოგვი - 4,215მლნ აშშ დოლარი
- რძე და ნაღები, შეუსქელებელი და შაქრის დამატების გარეშე - 4,108 მლნ აშშ დოლარი
- ალაოს ექსტრაქტი - 3,725 მლნ აშშ დოლარი
2021 წელს უკრაინაში ექსპორტირებული ტოპ-10 სასმელი და საკვები პროდუქტი:
- ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტის კონცენტრაციით 80%-ზე ნაკლები, სპირტიანი სასმელები -43,432 მლნ აშშ დოლარი
- მინერალური და მტკნარი წყლები - 26,203 მლნ აშშ დოლარი
- ყურძნის ნატურალური ღვინოები - 25,151 მლნ აშშ დოლარი
- წყლები, მინერალურისა და დაგაზიანებულის ჩათვლით, შაქრის დანამატების შემცველობით - 3,922 მლნ აშშ დოლარი
- თხილი და სხვა კაკალი - 2,576 მლნ აშშ დოლარი
- ციტრუსების ნაყოფი ახალი ან გამხმარი - 1,583 მლნ აშშ დოლარი
- კოჭა, ზაფრანა, ურცი, დაფნის ფოთოლი, კარი და სხვა სანელებლები - 1,168 მლნ აშშ დოლარი
- გარგარი, ალუბალი და ბალი, ატამი, ქლიავი და ღოღნოშო - 718.8 ათასი აშშ დოლარი
- კარტოფილი, ახალი ან შეყინული - 208.1 ათასი აშშ დოლარი
- ჩაი, არომატიზებული ან არაარომატიზებული - 159,0 ათასი აშშ დოლარი
Տարածեք :